2015-09-03

პორტუგალიური ენის კურსი თსუ-ს სტუდენტებისთვის [დონე 1]

თსუ-ს სტუდენტებისთვის პორტუგალიური ენის კურსი არის უფასო, იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი მას აირჩვეს როგორც 5 კრედიტიანი კურსი.
კურსი (დონე 1 (A)) დაიწყება 2015 წლის სექტემბერში
დასარეგისტრირებლად, აირჩიეთ პორტუგალიური ენის კურსი ესპანური ფილოლოგიის დეპარტამენტის გავლით
დონე: A1
სახელმძღვანელო: Português XXI
განრიგი გაიწერება სექტემბრის თვეში სტუდენტებთან შეთანხმების საფუძველზე
თითოეული კურსის ხანგძლივობა: ერთი სემესტრი (52 საათი/ 4 საათი კვირაში, რომელიც გადანაწილდება ორ გაკვეთილზე, თითოეული გაკვეთილი 2 საათის ხანგრძლივობით)
ადგილი: თსუ, კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრი (თსუ, II კორპუსი, ოთახი № 203)
ლექტორი: ვერა პეიშოტო
სტუდენტების რაოდენობა ჯგუფში: მინიმალური 7 / მაქსიმალური 15
საკონტაქტო ენა: ინგლისური, ესპანური, პორტუგალიური

ნებისმიერი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ვერა პეიშოტოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Vera.Peixoto@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე