2017-04-26

ბრაზილიური ფილმის ჩვენება თსუ-ში: „რომელ საათზე დაბრუნდება იგი?“ [ანა მუილარტი, 2015]

ოთხშაბათს, 3 მაისს, 19:00 საათზე, პორტუგალიურენოვან ქვეყანათა პორტუგალიური ენისა და კულტურის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება თსუ-კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრისა და ბრაზილიის საელჩოს საქართველოში თანამშრომლობით, თსუ-ში გაიმართება ბრაზილიური ფილმის ჩვენება [თსუ, I კორპუსი, ოთახი 101].

ფილმის შესავალ სიტყვას წაიკითხავს: მარკუს ვინისიუს მორეირა მარინიო [მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ბრაზილიის საელჩო საქართველოში] და მარი ლომსაძე [თსუ-კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრის სტუდენტი]

რომელ საათზე დაბრუნდება იგი?“ ანა მუილარტი, 2015, ბრაზილია|114 წთ
პორტუგალიურად, ინგლისური ტიტრებით

მას შემდეგ, რაც ქალიშვილს პერნამბუკოში ტოვებს, ხოლო თავად საცხოვრებლად სან-პაულუში მიემგზავრება პატარა ფაბინიოს ძიძად მდიდართა ოჯახში, ვალის (დიასახლისი დედოფალი) არსებაში ერთიმეორის საწინააღმდეგო გრძნობები იბრძვის: დანაშაულის, რომ თავად ვერ გაზარდა საკუთარი ქალიშვილი ჯესიკა და ფინანსური მხარე, რომლითაც ვალი საკუთარ ოჯახს უზრუნველყოფს.

ერთ დღეს ვალს ქალიშვილი ურეკავს და დახმარებას სთხოვს სან-პაულუში სასწავლებლად. სიხარულით, და ამავე დროს შიშით, ვალი ჯესიკას დასახვედრად ემზადება. ჯესიკას ჩამოსვლის შემდეგ სახლში დაძაბულობა იქმნება. დაბნეული საკუთრი როლით ოჯახში, ვალი ცდილობს ახალს შეეგუოს.


Print

« იხ. ყველა სიახლე