2015-05-08

დანიელა ტომაჟის ლექცია - „პორტუგალიური ხელუხლებელი კულტურა და მემკვიდრეობა: ფადოსა და კანტეს ისტორიული პერსპექტივა“

პარასკევს, 8 მაისს, 12:00 საათზე, პორტუგალიური ენის ცენტრში (თსუ, II კორპუსი, ოთახი 203), დანიელა ტომაჟი ჩაატარებს კონფერენციას, სახელწოდებით „პორტუგალიური ხელუხლებელი კულტურა და მემკვიდრეობა: ფადოსა და კანტეს ისტორიული პერსპექტივა“, რომელიც მიეძღვნება იუნესკოს მიერ კულტური მემკვიდრეობად აღიარებულ ორ მუსიკალურ ჟანრს: ფადო (2011) და კანტე ალეინტეჟუ (2014).

„ლისაბონის ურბანული ფადო (ბედისწერა) ვერსუს სოფლის სიმღერა კანტე ალეინტეჟუ. ეს ორი მუსიკალურ ჟანრი დღეს პორტუგალიური კულტურის განუყოფელი ნაწილია, გარდა იმისა, რომ მტკიცედაა დაკავშირებული პორტუგალიის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებთან და სოციალური წარმოსახვასთან, როგორებიცაა 1974 წლის „მიხაკების რევოლუცია“ და „სებასტიანიზმი“, რომელიც 1578 წლის ალკასერ-კიბირის ომის ნაყოფია.
სად უნდა ვეძებოთ მათი საწყისი? ან რა ხდის მსგავს მუსიკალურ ჟანრებს, როგორიცა ფადო და კანტე, ეროვნულ საგანძურად?”
დანიელა ტომაჟი არის მუსიკოსი (ფლეიტები/ადუფე), ლაგოსის მუსიკის აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელი, ასევე ხელმძღვანელი სამი ანსამბლის (ისევე როგორც მათი მონაწილე): „მედ“-ი, „ვოჩე უმანა“ და „ნუ სოპრუ დუ ვენტუ“, რომლებიც რამოდენიმეჯერ წარდგნენ ჰოლანდიელი, ფრანგი და პორტუგალიელი მსმენელის წინაშე.
კონფერენცია არის პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართული კულტურულ ღონისძიებათა ნაწილი, სახელწოდებით „პორტუგალიური და ბრაზილიური კულტურა დამწყებთათვის”, რომელიც იმართება თსუ-ს პორტუგალიური ენის ცენტრში (თსუ, II კორპუსი, ოთახი 203) და განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს მეტი შეიტყოს პორტუგალიური და ბრაზილიური ტრადიციების, მუსიკის, ლიტერატურის, საზოგადოებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ღონისძიებები გაიმართება ამა წლის 4 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით.

ღონისძიებათა ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
კამოეში - თანამშრომლობათა და ენის ინსტიტუტი, (კამოეშის ინსტიტუტი), პორტუგალია
ლაგოსის მუსიკის აკადემია, პორტუგალია

დასწრება თავისუფალია. მეტი და განახლებული ინფორმაციისათვის, გთხოვთ, რეგულარულად ეწვიოთ თსუ-ს პორტუგალიური ენის facebook-ის გვერდს facebook.com/portugueseattsu ან დაუკავშირდეთ ვერა პეიშოტოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Vera.Peixoto@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე