2018-06-13

პორტუგალიური ენის საუკეთესო სტუდენტის სტიპენდია 2018

პორტუგალიური ენის საუკეთესო სტუდენტის სტიპენდია ყოველწლიურად გადაეცემა პორტუგალიური ენის კურსებზე დარეგისტრირებულ სტუდენტს მისი აკადემიური მოსწრების, აქტიურობისა და ნიშნების გათვალისწინებით.

გამარჯვებულ სტუდენტს ჯილდოს სახით გადაეცემა:
• სტიპენდია (500 ევრო) პორტუგალიური ენის შესასწავლი საზაფხულო სკოლისათვის ქალაქ ლისაბონში, რომელსაც გადასცემს კამოეშის თანამშრომლობისა და ენის ინსტიტუტი
• სამგზავრო ბილეთი (თბილისი-ლისაბონი-თბილისი), რომელსაც უზრუნველყოფს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ სტუდენტებს, რომლებსაც:
• უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოპოვებული აქვთ პორტუგალიური ენის 5 კრედიტი
• პორტუგალიური ენის ღია კურსებიდან, რომელიც შეიქმნა უნივერსიტეტში უწყვეტი განათლების ცენტრთან თანამშრობლობის ფარგლებში

სტუდენტები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კონკურში მონაწილეობით, უნდა დარეგისტრირდენენ კამოეშის ინსტუტის გვერდზე
 26 ივნისამდე და ატვირთონ შემდეგი დოკუმენტაცია, პორტუგალიურ ან ინგლისურ ენაზე:
1. სამოტივაციო წერილი
2. ორი სარეკომენდაციო წერილი
3. Curriculum Vitae
4. პორტუგალიური ენის დამადასტურებელი ცნობა (სასურველია)
დაწვრილებითი ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ, გთხოვთ იხილოთ კამოეშის ინსიტუტის ვერ-გვერდზე

Print

« იხ. ყველა სიახლე