2016-05-11

პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღე 2016

2016 წლის მაისში, პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობამ (CPLP) აღნიშნა დაარსებიდან 20 წლისთავი და პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღეს. ვინაიდან, 2014 წელს, საქართველოს მიენიჭა ზემოაღნიშნული თანამეგობრობის ასოცირებული დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრმა, 3-7 მაისს, პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართა კულტურული ღონისძიებები.

მთავარი ღონისძიება გაიმართა 5 მაისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, სადაც დუეტმა Fad’Nu პორტუგალიიდან შეასრულა ფადოს კონცერტი/კონფერენცია და პორტუგალიური ღვინის დეგუსტაცია ფრენკ ენტონ მილერის შესავალი სიტყვით.




Print

« იხ. ყველა სიახლე