2016-12-21

„გალვეიაშის“ კითხვის საღამო მწერალთან და მთარგმენლთან ერთად [20 დეკემბერი, 2016]

სამშაბათს, 20 დეკემბერს, “ზოესთან“ გაიმართა პორტუგალიელი მწერლის ჯოზე ლუიშ პეიშოტუს რომანის „გალვეიაშის’ კითხვის საღამო, სადაც ავტორთან [ჟოზე ლუიშ პეიშოტუ] და მთარგმნელთან [გურანდა ფაჩულია] ერთად, პორტუგალიურ და ქართულ ენაზე წიგნიდან ნაწყვეტები წაიკითხეს როგორც პორტუგალიური ენის ცენტრის სტუდენტებმა, ასევე მსურველებმა დამსწრე საზოგადოებიდან.

ჟოზე ლუიშ პეიშოტუ თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული პორტუგალიელი მწერალია, რომლის რომანიც "გალვეიაში" თსუ პორტუგალური ენის ცენტრ - კამოეშის ინიციატივითა და მხარდაჭერით გამოიცა. პორტუგალიურიდან თარგმნა გურანდა ფაჩულიამ, გამოიცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ.
 
გალვეიაში სოფელია პორტუგალიაში,სადაც მოქმედება XX საუკუნის მიწურულს ვითარდება. აქ აღწერიალი სოფლის ცხოვრების ყველაზე ცოცხალი და მრავალფეროვანი სურათი. მკითხველი თავიდანვე ებმება იქაური ცხოვრების ყოველდღიურ რიტმში.უცნაური მოვლენების ფონზე თანდათანობით ჩნდება უამრავი პერსონაჟი, რომელთა ბედი თითო თავში ნელ-ნელა უკავშირდება ერთმანეთს. მწერალი იუმორით, მწარე ენით აღწერს რეალობას.მთავარი კი ხალხის დამოკიდებულებაა სიცოცხლისა და სიკვდილის მიმართ".

[ფოტო: ანი გურულიშვილი, თსუ - კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრის სტუდენტი]










 
Print

« იხ. ყველა სიახლე