CALENDAR

  • დაფინანსების წყაროების მიხედვით ადგენს თსუ შესყიდვების გეგმის პროექტს;
  • დაფინანსების წყაროების მიხედვით ადგენს თსუ შესყიდვების გეგმის კორექტირებულ გეგმას;
  • მონაწილეობს შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების წარმართვის პროცესში: მონეტარული ზღვრების დადგენა, შესყიდვის ობიექტის ერთგვაროვნების დადგენა, შესყიდვის მეთოდის შერჩევა;
  • საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს ხელშეკრულებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვების პროცესში;
  • თანამშრომლობს სატენდერო კომისიასთან სატენდერო კომისიის აპარატის წევრის კომპეტენციის ფარგლებში: მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამზადებს სატენდერო დოკუმენტაციას, ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას, ადგენს სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებს, გასცემს და იბარებს სატენდერო დოკუმენტაციას, კომისიის წევრებს ცხრილების სახით აწვდის ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების თანმხლები დამატებითი დოკუმენტებისა და საკვალიფიკაციო მონაცემების შესახებ ინფორმაციას;
  • მონაწილეობს წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის პროცესში, ტენდერის შედეგების შესახებ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წერილობით ინფორმაციას ამზადებს და აწვდის პრეტენდენტებს;
  • ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ამზადებს შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტს;
  • ტენდერის შედეგების მიხედვით ამზადებს ოპერატიულ ანგარიშს და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წარუდგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს;
  • უზრუნველყოფს ინფორმაციის განთავსებას ტენდერის შედეგებისა და გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ გაზეთში ,,24 საათი„„;
  • ახორციელებს ფასთა კოტირების პროცედურების წარმართვას და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა და გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების პროექტის მომზადებას;
  • ადგენს ფასთა კოტირების მეთოდით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ანგარიშს და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წარუდგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს;
  • შემოსული წერილების საფუძველზე უზრუნველყოფს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ ხელშეკრულებების მომზადებას;
  • მონაწილეობს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით მიმწოდებლების შერჩევაში და უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადებაში;
  • მონაწილეობს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე ზედამხედველობის პროცესში და თანამშრომლობს თსუ ინსპექტირების ჯგუფთან;
  • ორგანიზებას უწევს წერილობითი ნებართვების მოპოვების პროცესს მრავალწლიანი და გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ შესყიდვებზე;