CALENDAR

დეპარტამენტი წარმოადგენს უნივერსიტეტის ორგანიზაციულ სტრუქტურულ რგოლს, რომელსაც ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
დეპარტამენტის უფროსს თსუ-ის რექტორთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა) მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.



დეპარტამენტის უფროსი:
ა) გეგმავს დეპარტამენტის მუშაობას, უზრუნველყოფს მუშაობის სტილისა და მეთოდების სრულყოფას, შრომის აუცილებელი პირობების შექმნას, ღებულობს ზომებს სპეციალისტთა პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, დეპარტამენტის პერსონალთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
დ) იხილავს დეპარტამენტის მიერ შესრულებულ სამუშაოთა მასალებს და გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას;
ე) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად იღებს ზომებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შესრულების უზრუნველსაყოფად;
ვ) იხილავს და კომპეტენციის ფარგლებში ახდენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული აქტების, ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების ვიზირებას;
ზ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმიანობაში კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
თ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს კორესპოდენციას და კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს, ხელს აწერს ინფორმაციული ხასიათის წერილებს საკითხებზე, რომლებიც წარმოადგენენ დეპარტამენტის საქმიანობის საგანს;
ი) პასუხისმგებელია დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შრომითი დისციპლინის დაცვაზე;
კ) ადგენს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ შვებულებების გამოყენების რიგითობას;
ლ) ახორციელებს ამ დებულებით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
მ) დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც კოორდინაციას უწევს განყოფილებების საქმიანობას.

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) კოორდინაციას და მონიტორინგის უწევს საფინანსო დეპარტამენტის განყოფილებების საქმიანობას;
ბ) ეწევა მონიტორინგს საფინანსო დეპარტამენტის ინფორმაციული სისტემის გამართულად მუშაობისათვის;
გ) კოორდინაციას და მონიტორინგის უწევს კორესპონდენცის მოძრაობას;
დ) ეწევა სასაწყობე მეურნეობის და ძირითადი საშუალებების ანგარიშების და აღრიცხვიანობის მონიტორინგს;
ე) შეიმუშავებს საინვესტიციო და საფინანსო პოლიტიკის ახალ გზებსა და ალტერნატივებს;
ვ) კოორდინაციას და მონიტორინგის უწევს საინვენტარიზაციო და სააუდიტორო საქმიანობას;
ზ) კოორდინაციას და მონიტორინგის უწევს თსუ ბიუჯეტის პროექტის შედგენას;
თ) კოორდინაციას და მონიტორინგის უწევს შესყიდვების ორგანიზირებას;
ი) კოორდინაციას და მონიტორინგის უწევს აღრიცხვა-ანგარიშგების ორგანიზირებას;
კ) კოორდინაციას უწევს საფინანსო დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის გადასამზადებელი და სატრენინგო ღონისძიებებს;
ლ)  დეპარტამენტის უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფრო