CALENDAR

გამოცდაზე სტუდენტთა ქცევის წესები

1.    სტუდენტი ვალდებულია გამოცხადდეს ცხრილში მიმთითებული განრიგის მიხედვით თსუ-ს ბიბლიოთეკაში. დაგვიანების შემთხვევაში სტუდენტი გამოცდაზე არ დაიშვება.
2.    სტუდენტი ვალდებულია იქონიოს სტუდენტის ბილეთი ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტი გამოცდაზე არ დაიშვება.
3.    აკრძალურია გამოცდაზე ნებისმიერი ნივთის შეტანა, გარდა საწერი კალმის, სასმელი წყლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ნივთებისა. ზედმეტი ნივთები სტუდენტმა უნდა ჩააბაროს გარდერობში.
4.    სტუდენტმა უნდა გაიაროს რეგიტრაციას, მოაწეროს ხელი რეგისტრაციის უწყისში და მიიღოს სექტორისა და მაგიდის ნომერი. იგი ვალდებულია დარბაზში ადგილი დაიკავოს რეგისტრაციის ნომრის მიხედვით.
5.    სტუდენტი ვალდებულია მაგიდის მარჯვენა/მარცხენა კუთხეში დადოს სტუდენტის ბილეთი/პირადობის მოწმობა და რეგისტრაციის ნომერი.
6.    მერხზე არ უნდა იდოს არც ერთი ნივთი სტუდენტის ბილეთის/პირადობის მოწმობის, საწერი კალმის გარდა.
7.    წერის დაწყებამდე სამუშაო მაგიდაზე რაიმე სხვა ფურცლის აღმოჩენის შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს გაფრთხილებას, მსგავსი ან ნებისმიერი სხვა დარღვევის განმეორების შემთხვევაში მოიხსნება გამოცდიდან.
8.    სტუდენტი ვალდებულია შეამოწმოს მისთვის დარიგებული საგამოდო ფურცელი, ხომ არ არის დაზიანებული, დაზიანების არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოს მეთვალყურეს. საგამოცდო დროის ათვლის დაწყების შემდეგ ასეთი პრეტენზია აღარ მიიღება.
9.    საგამოცდო ნაწერი უნდა შესრულდეს მეთვალყურის მიერ დარიგებულ საგამოცდო ფურცლებზე.  წინააღმდეგ შემთხვევაში ნაწერი არ გასწორდება.
10.    საგამოცო ფურცელზე ამისათვის განკუთვნილ ადგილას სტუდენტმა უნდა დაწეროს სახელი, გვარი, ფაკულტეტი, საგნის დასახელება და ლექტორის სახელი და გვარი.
11.    საგამოცო ფურცელზე რაიმე სახის მინიშნების აღმოჩენის შემთხვევაში ნაწერი არ გასწორდება.
12.    სტუდენტი ვალდებულია არ გადაშალოს მეთვალყურის მიერ დარიგებული საგამოცდო ბილეთი სანამ არ დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა. ამის თაობაზე თქვენ გაცნობებთ მეთვალყურე. გამოცდის ხანგრძლივობაა 3 საათი, თუ სხვა რამ არ არის მითითებული საგამოცდო ბილეთზე.
13.    საგამოცდო დროის ათვლის დაწყების შემდეგ აკრძალულია აუდიტორიიდან გასვლა სამუშაოს სრულად დამთავრებამდე.
14.    თუ სტუდენტი დროზე ადრე დაიწყებს საგამოცდო ბილეთზე მუშაობას, მიიღებს გაფრთხილებას, მსგავსი ან ნებისმიერი სხვა დარღვევის განმეორების შემთხვევაში მოიხსნება გამოცდიდან.
15.    საგამოცდო საკითხებთან დაკავშირებულ შინაარსობრივი ხასიათის შეკითხვებზე პასუხი არ იქნება გაცემული. პროცედურული და ტექნიკური ხასიათის შეკითხვების შემთხვევაში სტუდენტმა ხელის აწევით უნდა  მიმართოს მეთვალყურეს და შეკითხვა დასვას ხმამაღლა;
16.    აკრძალულია გამოცდის პროცესის დროს საუბარი. ერთმანეთთან გადალაპარაკების შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს გაფრთხილებას, მსგავსი ან ნებისმიერი სხვა დარღვევის განმეორების შემთხვევაში მოიხსნება გამოცდიდან.
17.    აკრძალულია ლექსიკონის, პეიჯერის, მობილური ტელეფონის, კალკულატორის ან სხვა ელექტრონული ხელსაწყოს გამოცდაზე შეტანა. მათი თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში აღმოჩენის შემთხვევაში სტუდენტი დაუყოვნებლივ მოიხსნება გამოცდიდან.
18.    ”შპარგალკის” აღმოჩენის შემთხვევაში  სტუდენტი დაუყოვნებლივ მოიხსნება გამოცდიდან.
19.    გამოცდიდან მოხსნის საფუძველი შეიძლება გახდეს დისციპლინის სხვა დარღვევა.
20.    საგამოცდო დროის ამოწურვამდე 15 წუთით ადრე მეთვალყურე ატყობინებს სტუდენტებს ამის შესახებ. არ გასწორდება იმ სტუდენტთა ნაშრომები, ვინც საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას.
21.    სამუშოს დასრულების შემდეგ საგამოცდო ბილეთი და ფურცლები სტუდენტმა უნდა გადასცეს მეთვალყურეს და მოაწეროს ხელი სექტორის უწყისში.  

        გისურვებთ წარმატებებს!!!