ფუტსალის გუნდის მიღწევები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი ჩამოყალიბდა 2007 წელს. მწვრთნელი ბესარიონ არველაძე. თსუ- ს გუნდის რამოდენიმე წევრი საქართველოს ნაკრების წევრები არიან.

 2008 წელს სასოფლო - სდამეურნეო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ტურნირზე თსუ- ს გუნდმა პირველი ადგილი დაიკავა ხოლო 2008 წლის ზაფხულის ომში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.

 2008 წელს გუნდმა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში პირველად მიიღო მონაწილეობა.

 თსუ- ს გუნდი 2010 წლის საქართველოს თასის ფინალისტი და ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

2011 წელს თსუ- ს ფუსალის გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა.

2011 წელს ფუტსალის გუნდი ბენდელას თასის მფლობელი გახდა.

2012 წელს ფუტსალის გუნდმა საქართველოს ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა.

2012 წელს ფუტსალის გუნდი საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

2012 წელს ფუტსალის გუნდმა ევროპის უნივერსიადაზე მესამე ადგილი დაიკავა.

2013 წელს ფუტსალის გუნდმა საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა.