მაგიდის ჩოგბურთი


მაგიდის ჩოგბურთის სექცია გაიხსნა 1990-იან წლებში, თსუ-ს მაგიდის ჩოგბურთელთა გუნდი მონაწილეობას იღებს საქართველოს უნივერსიადაში, სადაც 2005 და 2006 წელს დაიკავა I ადგილი. თსუ-ს გუნდმა ასევე I ადგილი დაიკავა თურქეთში, ყარსის უნივერსიტეტში გამართულ უნივერსიადაზე.

პირველ ეტაპზე სექციაზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, რომელთაგან მოხდება საუკეთესო ფიზიკური მონაცემების მქონე სტუდენტების შერჩევა და გაწვრთნა. გუნდის მთავარი მწვრთნელი, - დავით თევდორაძე.