სტუდენტური დღეები

სტუდენტური დღეებიარის სტუდენტური ღონისძიება, რომელსაც ჰქონდა ტრადიციის სახე წლების განმავლობაში, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ეს ტრადიცია დაირღვა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპატამენტისა და სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით ძველი ტრადიცია აღორძინდა 2010 წლის დეკემბერში და სეზონური სახე მიიღო.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია თსუ-ი ყველა სტუდენტს.

სტუდენტური დღეები თსუ-ში რამდენიმე ტურად ტარდება.

პირველი ტური არის შერჩევა, სადაც თსუ-ის სტუდენტებმა მაქსიმალურად უნდა გამოავლინონ თავისი შესაძლებლობები, რათა შეძლონ საკონცერტო ტურში გადასვლა.

საკონცერტო ტური თავის მხრივ, ორ ნაწილად იყოფა:

პირველ კონცერტზე გამოსული კონკურსანტები ეჯიბრებიან ერთმანეთს დასკვნით კონცერტზე მოსახვედრად, ხოლო დასკვნით კონცერტზე ჟიური ავლენს საუკეთესო კონკურსანტებს, სხვადასხვა ნომინაციებში.

სტუდენტური დღეების ნომინაციები არ არის სტანდარტული და სეზონურად იცვლება.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო ატარებს პროექტს "სტუდენტური დღეები" საქართველოს მასშტაბით და მასში მონაწილეობს ყველა უნივერსიტეტი, მათ შორის, თსუ-ც.

სწორედ სამინისტროს მიერ ორგანიზებული პროექტის შესაბამისად იგეგმება თსუ-ის სტუდენტური დღეების ნომინაციები,

ხოლო თსუ-ის სტუდენტური დღეების ნომინანტი სტუდენტები წარმოადგენენ თსუ-ის საქართველოს სტუდენტურ დღეებზე.

გასულ წლებში თსუ-ის სახელით სტუდენტურ დღეებში მონაწილეობა მიიღეს მუსიკალურმა ბენდებმა TSU ART, Evergreen, Strolling Tones, სოლო შემსრულებლებმა - ეკო ამყოლაძე, სალიტა ჩუბინიძე და ა.შ.

სტუდენტური დღეები თსუ-ში, ისევე როგორც საქართველოს სტუდენტური დღეები გაზაფხულის სემესტრში ტარდება.