2020-05-29

Online დისტანციური ტრენინგკურსი ,,პროექტის წერა"

26-27 მაისს სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა დისტანციური (online) ტრენინგკურსი ,,პროექტის წერა"

ტრენინგში მონაწილეობდა თსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

ტრენინგკურზე მონაწილეთა შერჩევა განხორცილედა ვიდეო გასაუბრებით. ვიდეო გასაუბრების დროს მონაწილეები საუბრობდნენ იმ იდეების ან/და პრობლემების შესახებ, რომლებიც უახლოეს მომავალში პროექტად შეიძლება იქცეს, პროექტში მონაწილეობის ნეგატიურ და პოზიტიურ გამოცდილებაზე.

ტრენინგის 2 დღის განმავლობაში განხილული იყო შემდეგი საკითხები:
რა არის პროექტის მენეჯმენტი?
პროექტის ძირითადი ელემენტები
პრობლემის და მიზნის იდენტიფიცირება
PEST და SWOT ანალიზი
გუნდის ფორმირება და გუნდური მუშაობა

ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ჩართულიყვნენ სხვადასხვა ინდივიდუალურ და ჯგუფურ აქტივობაში.

სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი მადლობას უხდის online კურსში მონაწილე ყველა სტუდენტსა და კურსდამთავრებულს.

კურსი შემუშავებულია ტემპუსის პროექტის ,,პროექტის შემქნელთა უნარ-ჩვევების ტრენინგი კავკასიაში" ფარგლებში (544047-TEMPUS-1-2013-1-GE-TEMPUS-JPGR) ევროპის გაერთაინებათა კომისიის (European Comission) ფინანსური მხადაჭერით
Print

« იხ. ყველა სიახლე