2020-06-01

ბიზნეს მონაცემთა და ანალიზის ვებბინარი

15-დან 24 ივნისამდე, საქართველოში პირველად ჩატარდება ბიზნეს მონაცემთა და ანალიტიკის კონფერენცია. 
ის ამ რვა დღის განმავლობაში, საერთაშორისო მასშტაბით, მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებსა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებულ ბიზნესის წარმომადგენლებს გააერთიანებს. 
კონფერენცია სახელად TIDA იშიფრება, როგორც Tbilisi International Data Analytics და მისი მიზანია შეიქმნას საქართველოში დაფუძნებული და მსოფლიო დონის საერთაშორისო მონაცემთა ანალიტიკის კომუნა.
კონფერენციაში მონაწილეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადმოეცა  პრომო კოდი, რომლის მეშვეობითაც ისარგებლებთ სპეციალური ფასდაკლებით. 
ფასდაკლებით მიიღებთ 7 დღიან ბილეთს, რომელიც მოიცავს წვდომას ანალიტიკურ სემინარებზე, მოხსენებებზე, ასევე პოსტ ივენთ ვიდეო ჩანაწერებზე.
პრომო კოდით ბილეთის საფასურია 10 ლარი 29 ლარის ნაცვლად.
თუ ხართ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და გსურთ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა, პრომო კოდის მისაღებად გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე:
career@tsu.ge -subjec-ში მიუთითTIDA- კონფერენცია.
Print

« იხ. ყველა სიახლე