2020-06-01

კერა სივრცე აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე

კერა სივრცე აერთიანებს რესტორანს, კაფეს და საოჯახო სასტუმროს მცხეთაში:

ტრადიციული ურბანული გულდასმით მომზადებული კერძები - ნატურალური პროდუქტი და მეგობრული მომსახურე პერსონალი.

  კერა სივრცე აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე

  პირობები:

·          ადგილმდებარეობა: მცხეთა , სანაპიროს 3

·          9 სთ-იანი სამუშაო გრაფიკი , დღეები შეთანხმებით

·          კვებით უზრუნველყოფა

·          ანაზღაურება : დღეში 18 ლარი + „ჩაი“ + ბონუსური სისტემა

·          კარიერული ზრდის შესაძლებლობა

 

 ძირითადი ფუნქციები:

·          სტუმრების მიღება და მენიუს შეთავაზება - არსებული კერძებისა და სასმელების , მათი მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ ინფორმირება;

·          შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა ;

·          მაგიდის გაწყობა;

·          ჰიგიენური სტანდარტების დაცვა .

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

·          აუცილებელია სასაუბრო ინგლისურის ან რუსული ენის ცოდნა;

·          სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში.

 

პიროვნული უნარები:

·          კომუნიკაბელობა;

·          ადამიანებთან მეგობრული და უკონფლიქტო ურთიერთობის უნარი;

·          დარწმუნების უნარი;

·          გუნდური მუშაობის უნარი ;

·          არაორდინალურ სიტუაციებში მოქმედების უნარი;

·          პასუხისმგებლობის გრ ძნობა ;

·          მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;

·          დეტალების მიმართ ყურადღებიანობა.

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ.მისამართზე hrkeraspace@gmail.com 1 5 ივნისამდე და სათაურის ველში მიუთითეთ „მიმტანი“.

Print

« იხ. ყველა სიახლე