2020-06-08

სტაჟირება ბუღალტერიის იმართულებით, დასაქმების პერსპექტივით საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში.


 
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ჰოლდინგია საქართველოში. მისი ბიზნეს პორტფელი მოიცავს ელექტროენერგიის გამომუშავებას (ჰიდრო,
ბუნებრივ აირზე და ნახშირზე მომუშავე სადგურები), ბუნებრივი აირით ვაჭრობასა და უძრავი
ქონების მართვას. 2006 წელს, ქართულ ბაზარზე 20 წლიანი ბიზნეს საქმიანობის გამოცდილების მქონე
კომპანიამ ჰოლდინგის სახე მიიღო. მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ კომპანიის საიტს:
www.gig.ge.

ძირითადი მოვალეობები:
პირველადი დოკუმენტების დამუშავება: ზედნადებების, ანგარიშფაქტურების და ა.შ. გატარება
ბუღალტრულ პროგრამაში;
სხვადასხვა საემურნეო ოპერაციის გატარება ბუღალტრულ პროგრამაში;
სპარტნიორ კომპანიებთან შედარების აქტების მომზადება;
საჭიროებისამებრ, რეპორტების მომზადება და გაგზავნა პასუხისმგებელ პირებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ფინანსების/ბიზნეს ადმინისტრირების კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის
სტუდენტი;
კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
ინგლისური ენის ცოდნა.

სტაჟირების ბენეფიტები:
პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
დასაქმების პერსპექტივა;
გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა;
GIG Plaza-ში ფიტნეს კლუბის დარბაზით სარგებლობა.
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე
სტაჟირების ადგილი: ქ. თბილისი
მიიღებიან დამამთავრებელი კურისისა და მაგისტრატურის სტუდენტებიც.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის
მისამართზე:
Print

« იხ. ყველა სიახლე