2020-03-02

შპს "ენ ერ ჯი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

შპს "ენ ერ ჯი ჯორჯია" ევროსტანდარტების დაცვით ქმნის და აწარმოებს,  ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, დაბალი ძაბვის  ელექტრო ძალოვან, საკონტროლო და სამშენებლო  კაბელებს, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით და საიმედოობით.

კომპანია გთავაზობთ კარგ სამუშაო გარემოს და პროფესიულ განვითარებას. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა იმუშაოთ, მეგობრულ და მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
http://nrg.ge/geo



ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:
• წარმოებული პროდუქციის ტესტირება ხარისხის მართვის სტანდარტებისა და ნორმატიული მაჩვენებლების შესაბამისად.
• აღრიცხვისა და ანგარიშის წარმოება პროდუქციის ტესტირებასთან დაკავშირებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება სასურველია ფიზიკის ან ქიმიის მიმართულებით 
• საოფისე პროგრამების ცოდნა
• ინგლისური და რუსუნი ენების ცოდნა
• პასუხისმგებლობის გრძნობა
• დეტალებზე ორიენტირებულობა
•დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი



გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე http://vacancy.nrg.ge/ 2020 წლის 12 მარტის  ჩათვლით და   სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

Print

« იხ. ყველა სიახლე