2020-02-18

UGT აცხადებს 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • ·          კომპანიის ვიზიტორების დახვედრა და გადამისამართება;
  • ·          თანამშრომლებისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • ·          სხვადასხვა დოკუმენტაციის დაფაილება, მოწესრიგება;
  • ·          კომპანიის სტუმრებთან და თანამშრომლებთან სატელეფონო და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია;
  • ·          კორესპონდენციის მიღება/ჩაბარების წარმოება;
  • ·          შესაბამის ბაზებში მონაცემების შეყვანა/განახლება;
  • ·          უშუალო ხელმძღვანელის/კოორდინატორის დავალებების შესრულება.
  •  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ·          უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ·          ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის  გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ·          ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • ·          საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • ·          კომუნიკაბელობა;
  • ·          კარგი წერითი უნარები;
  • ·          პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • ·          დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ·          სიახლის ათვისების უნარი;
  • ·          დროის მართვის უნარი.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე trainee@ugt.ge არაუგვიანეს 31 მარტისა სათაურის ველში მიუთითეთ „სტაჟიორი - ადმინისტრაციული ასისტენტი“


თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება UGT GROUP-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

Print

« იხ. ყველა სიახლე