2020-03-02

დასაქმების სააგენტო MINDSTREAM Headhunting & Recruitment-ი აცხადებს ვაკანსიას ერთ-ერთი მსხვილი კომპანიისათვის სრულ განაკვეთზე

დასაქმების სააგენტო MINDSTREAM Headhunting & Recruitment-ი აცხადებს ვაკანსიას ერთ-ერთი მსხვილი კომპანიისათვის სრულ განაკვეთზე მომუშავე  ბუღალტრის  თანაშემწის  პოზიციაზე.
ძირითადი პასუხიმგებლობები: 
• სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება/ანალიზი;
• ბუღალტრულ პროგრამაში ინფრომაციის ასახვა;
• ბუღალტერიისათვის ინფორმაციის მიწოდება ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების შესახებ;
• ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში (საბალანსო უწყისი, მოგება-ზარალი, ფულადი ნაკადების მოძრაობა) მონაწილეობის მიღება;
• საჭიროების შესაბემისად უშუალო ხელმძღვანელის სხვა მითითებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:
• სრული უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (პრიორიტეტული მიმართულებები:  ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები);
• სავალდებულოა Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა (შემოწმდება ტესტირების საშუალებით);
• კარგი ანალიტიკური და მათემატიკური აზროვნების უნარი;
• სავალდებულოა ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ფლობა;
• სასურველია ბუღალტრულ პროგრამულ უზრუნველყოფაში მუშაობის გამოცდილება;
• სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები
• ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
• მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა; 
• არაკონფლიქტურობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: recruiter recruitgerogia@gmail.com  და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება  -  ბუღალტრის თანაშემწე (ლათინური შრიფტით). წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. 


Print

« იხ. ყველა სიახლე