2020-02-20

კომპანია ბიდიო აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე


კომპანია ბიდიო  აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე

„ბიდიო” არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 162 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი. 

BDO-ს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიმართულებას, ბაზარზე ყოფნის 13 წლის მანძილზე საქართველოს ლიდერ კომპანიებთან 600-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული და ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი წამყვანი კომპანიების SAP -ის და 1C-ის უმსხვილესი პარტნიორია საქართველოში.

პროგრამა ბალანსი არის თანამედროვე მინი ERP სისტემა, სადაც შესაძლებელია ბიზნესის საბუღალტრო და საოპერაციო პროცესების სრული აღრიცხვა და ავტომატიზაცია. ბალანსი მეოთხე წელია ბაზარზე არსებობს და უკვე 600-მდე კომპანია სარგებლობს.

თუკი თქვენი მიზანია შეიძინოთ ცოდნა საქართველოში მიმდინარე ბიზნეს-პროცესების შესახებ და გსურთ, თანამედროვეობის გამოწვვეებს გაუმკალავდეთ ტექნოლოგიების გამოყენებით და განივითაროთ მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ დროის სწორად მართვაში, ბიზნეს ურთიერთობების წარმატებით წარმართვაში და პრობლემის ოპტიმალური გადაწყვეტის მიღებაში, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის. 

ბალანსის მხარდაჭერის  გუნდი ახდენს არსებული ბალანსის მომხმარებლების მხარდაჭერას ონლაინ ჩათის საშუალებით, სწავლობს მომხმარებლის ბიზნეს პროცესებს და ორიენტირებულია დაფიქსირებული საკითების ეფექტურად გადაჭრაში. 


BDO-ს ტექნოლოგიური გადაწყვეტილების გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით. 
ადგილმდებარეობა ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
ვაკანსიის დასახელება სტაჟიორი, ტექნოლოგიური გადაწყვეტილების  განყოფილება
ხანგრძლივობა 6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში
სამუშაო საათები სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი 09:00 – 18:00 სთ 
აღწერა

  ფუნქცია/მოვალეობები

• ბიზნესის მართვისა და აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ საკონსულტაციო მომსახურების გაწევა
• მომხმარებლების საჭიროებების იდენტიფიცირება და პროაქტიულად მხარდაჭერა
• პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიკაციის მიზნით ინფორმაციის მიღება/დამუშავება
• მიღებული მომართვებისა და გადაწყვეტის გზის შესახებ ანგარიშგების წარდგენა
• სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა
• სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება 

მოთხოვნები:

• განათლება ფინანსების ან ეკონომიკის განხრით (დამამთავრებელი კურსი ან კურსდამთავრებულები)
• სავალდებულოა ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა
• ინგლისური ენის  ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
• MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა 
• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
• გუნდურად მუშაობის უნარი
• ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი


ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

I ტესტირება 
II გასაუბრება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge . გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ „სტაჟიორი - მხარდაჭერა“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 01.03.2020

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.


Print

« იხ. ყველა სიახლე