პირველი შეხვედრა კურსდამთავრებულებთან

2010-12-25

პირველი შეხვედრა კურსდამთავრებულებთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განვითარების პროექტის ფარგლებში პირველი ღონისძიება ჩატარდა. 2010 წლის 23 დეკემბერს სასტუმრო Radisson Blue Iveria –ში კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური უნივერსიტეტის ასამდე წარმატებულ კურსდამთავრებულს შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრაზე სტუმრებმა   კურსდამთავრებულთა კლუბის ჩამოყალიბების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.   კლუბის ფარგლებში სხვადასხვა სახის საინფორმაციო თუ კულტურული სახის ღონისძი ება გაიმართება.
შეხვედრას   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, USAID/ Forecast / World Learning Georgia-ს,   უმაღლესი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების, ხელოვნებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 
 
 
Print

« იხ. ყველა სიახლე