ჩვენი სამსახურის ერთ–ერთი მთავარი ამოცანაა, ჩამოყალიბდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა და მეგობართა კლუბი, რომელშიც გაერთანდება თსუ–ს ყველა კურსდამთავრებული და მეგობარი. კლუბის მიზანი იქნება კურსდამთავრებულთა ჩართვა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. იგი დაეხმარება ყოფილ სტუდენტებს აღადგინონ და შეინარჩუნონ ერთმანეთთან კავშირი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. კლუბი თავის წევრებს საშუალებას მისცემს, დაგეგმონ შეხვედრები საუნივერსიტეტო გარემოში. თსუ–ს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური მათ რეგულარულად გააცნობს უნივერსიტეტში გატარებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს. კლუბის წევრებს შეეძლებათ კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების განვითარების საკითხებზე საკუთარი იდეების შემოთავაზება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თსუ-ს თითოეულ კურსდამთავრებულთან თანამშრომლობა. ამოტომ გთხოვთ, შემოგვიერთდეთ და მხარი დაგვიჭიროთ.