ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის  მისიაა თსუ   კურსდამთავრებულთა მძლავრი ქსელის შექმნა მათი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართვის მიზნით.

სამსახურის ძირითადი საქმიანობა მოიცავს შემდეგს:

  • კურსდამთავრებულთა შესახებ საკონტაქტო ინფორმაციის მოძიება,   ბაზის კონფიგურაცია და შინაარსობრივი მართვა;
  • უნივერსიტეტსა და მის კურსდამთავრებულებს შორის კავშირის უზრუნველყოფა, უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების, დაგეგმილი ღონისძიებებისა და    სიახლეების შესახებ თსუ კურსდამთავრებულთა ინფორმირება;  
  • კურსდამთავრებულთა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართვის,   იდეის პოპულარიზაციისა და უნივერსიტეტის იმიჯის ამაღლების   მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • კურსდამთავრებულთა კლუბის ჩამოყალიბება; 
  • საერთაშორისო პროექტების მოძიება კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის საკითხებზე   და მათში სამსახურის ჩართვაზე ზრუნვა;  
  • მოხალისეთა პროგრამის განხორციელება ყველა დაგეგმილ ღონისძიებაში დაინტერესებული სტუდენტების ჩართვისა და იდეის პოპულარიზაციის მიზნით;


თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა ან იდეა, რომ პროგრამა უკეთ განვახორციელოთ,  დაგვიკავშირდით:
კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური მუშაობს ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა)  09.00:18.00 სთ.
ტელ:  (+995 32) 29 08 32
ელ-ფოსტა: alumni@tsu.ge
მისამართი: თსუ-ს III კორპუსი, ოთახი №214

ჩვენი გუნდი:

მარიამ ქებურია - კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის კოორდინატორი.
ვალდებულია დაგეგმოს და განახორციელოს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის ყველა ასპექტი, დაგეგმოს ღონისძიებები  და შექმნას მონაცემთა ბაზა. ასევე ვალდებულია უზრუნველყოს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის საკითხებზე პროექტების მომზადება, შეიმუშავოს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სტრატეგია.
ელ-ფოსტა:
mariam.keburia@tsu.ge
ტელეფონი: (+995 77) 94 31 31

ნატა თოფურია - კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის კონსულტანტი.
ვალდებულია განსაზღვროს კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურის სამოქმედო გეგმა, საორგანიზაციო საკითხები, დაგეგმოს ღონისძიებები. ასევე ვალდებულია აქტიურად ითანამშრომლოს მასმედიასთან და იმუშაოს სამსახურის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებზე.
ელ-ფოსტა:
natalia.topuria@tsu.ge

ტრიშა ბერგმანი - უცხოელი მოხალისე, კონსულტანტი.
მონაწილეობს კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის პროგრამის განვითარებაში. 
ელ-ფოსტა:
alumni@tsu.ge