დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების
განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა
და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად,
აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი
მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ უნივერსიტეტის
შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და თავისი კომპეტენციის
ფარგლებში ახდენს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ
სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას;
ვ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ
ყოველწლიურად, აგრეთვე ნებისმიერ დროს უნივერსიტეტის რექტორის და
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავალებით;
ზ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების
შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს უნივერსიტეტის რექტორს და უნივერსიტეტის
ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა
და გადაწყვეტის მიზნით;
თ) წარუდგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წინადადებებს
დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის,
დეპარტამენტის თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის
დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც
აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების
შესასრულებლად;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის სახელით გასცემს დასკვნებს;
ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის თანამშრომლების ანგარიშს მათ მიერ გაწეული
მუშაობის შესახებ;
მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და
გადამზადების თაობაზე) ახორციელებს ამ დებულებით, უნივერსიტეტის
სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა
უფლებამოსილებებს.