იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ფუნქციები:

  1. უნივერსიტეტის კომპეტენციის ფარგლებში, უნივერსიტეტში და უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებში მოსამზადებელი ხელშეკრულებების, ადმინისტრაციული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  2. სხვა უწყებებიდან შემოსულ, აგრეთვე უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული ადმინისტრაციული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
  3. უნივერსიტეტის მართვასა და საქმიანობასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წინადადებების მომზადება;
  4. უნივერსიტეტის წარმომადგენლობა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში;
  5. ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების განხილვა.