დეპარტამენტის საქმიანობის სფერო, ფუნქციები და ამოცანებია:
ა) უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში თავისი
კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება და საჭიროების შემთხვევაში
კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი წარდგენის პროცედურათა ხელშეწყობა;
ბ) უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი
უზრუნველყოფა;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტისა და სხვა ორგანოთა,
ორგანიზაციათა და დაწესებულებათა მიერ შემუშავებული და წარმოდგენილი
სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება ან/და
ამ პროექტებთან დაკავშირებით სამართლებრივი ექსპერტიზის საფუძველზე დასკვნების
მომზადება;
დ) უნივერსიტეტის სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბების, მისი შემდგომი
განვითარებისა და სრულყოფის კოორდინაცია და კონტროლი;
ე) უნივერსიტეტის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტების უპირატესი იურიდიული
ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;ვ) უნივერსიტეტის მართვასა და საქმიანობასთან დაკავშირებით მოქმედი
კანონმდებლობის საფუძველზე წინადადებების მომზადება;
ზ) უნივერსიტეტის წარმომადგენლობა და მისი ინტერესების დაცვა სახელმწიფო, კერძო
დაწესებულებებსა და სასამართლოებში;
თ) თავის კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების
განხილვა ან მათ განხილვაში მონაწილეობა;
ი) საჯარო ინფორმაციის გაცემისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
 დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს სამართლებრივი აქტების პროექტები,
შეიმუშაოს წინადადებები სამართლებრივ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების
შეტანის, მათი ნაწილობრივ ან სრულად გაუქმების თაობაზე;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სამართლებრივი ექსპერტიზა და
ვიზირება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზის საფუძველზე მოამზადოს დასკვნები
უნივერსიტეტისა და სხვა ორგანოთა, ორგანიზაციათა და დაწესებულებათა მიერ
შემუშავებულ და წარმოდგენილ სამართლებრივი აქტების პროექტებთან დაკავშირებით;
გ) წარმოადგინოს უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების საფუძველზე
სახელმწიფო დაწესებულებებსა და ყველა ინსტანციის სასამართლოში;