CALENDAR

სტრუქტურა და ხელმძღვანელობა

« 1 2 3

გ) ექსპლუატაციის განყოფილება (განყოფილების უფროსი (1));
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
1) სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების წლიურ კალენდარული გეგმის შედგენაში მონაწილეობა, სამშენებლო-სარემონტო და საექსპლუატაციო სამუშაოე-ბის ორგანიზებულად წარმართვა და შემსრულებელ ორგანიზაციაზე მუდმივი ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება
2) ენერგეტიკის, სანტექნიკის, კავშირგაბმულობის, ლიფტების, საქვაბე მეურნეობის და სხვა სისტემების საქმიანობის კოორდინაცია
3) შენობა ნაგებობების, მოწყობილობების, მანქანა-დანადგარების, ლიფტების, ელ. ძალოვანი დანადგარების, განათების, გათბობის, საკანალიზაციო, წყალგაყვანილო-ბის, სავენტილაციო, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა სისტემების გამართული ფუნქციონირებასა და მათი მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლი;
4) შესრულებული სამუშაოების შემდეგ, გახარჯული მასალების დადგენილი წესით ჩამოწერისათვის დოკუმენტების მომზადება
 განყოფილების უფროსი:
5) უნაწილებს მოვალეობებს  თანამშრომლებს და აძლევს მათ მითითებებს, დეპარტამენტის უფროსის მიერ მიღებული დავალებების შესაბამისად,
6) დეპარტამენტის ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგენს   წინადადებებს
პერსონალთან შრომითი ურთიერთობის  შეწყვეტის, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
7) პასუხისმგებელია განყოფილების თანამშრომლების მიერ შრომითი დისციპლინის დაცვაზე, ძირითადი ფუნქციებისა, მოვალეობებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ მიღებული დავალებების შესრულებაზე

დ) ავტოფარეხი (ავტოფარეხის უფროსი (1));
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
1) ავტოფარეხის და ავტოსატრანსპორტო საშუალებების სწორ და გამართულ მუშაობაზე ზედამხედველობა და კონტროლი. Aავტოფარეხის საწვავით, საცხებ-საპოხი მასალებით, სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისა და სატრანსპორტო საშუალებების რემონტის მიზნით შესაძენი მატერიალური ფასეულობებისა და სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენა და მისი შეთანხმება დეპარტამენტის ხელმძღვანელთან.
2) შესრულებული სამუშაოების შემდეგ, გახარჯული მასალების დადგენილი წესით ჩამოწერისათვის დოკუმენტების მომზადება
  განყოფილების უფროსი:
3) უნაწილებს მოვალეობებს  თანამშრომლებს და აძლევს მათ მითითებებს, დეპარტამენტის უფროსის მიერ მიღებული დავალებების შესაბამისად
4) დეპარტამენტის ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგენს   წინადადებებს
პერსონალთან შრომითი ურთიერთობის  შეწყვეტის, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
5) პასუხისმგებელია განყოფილების თანამშრომლების მიერ შრომითი დისციპლინის დაცვაზე, ძირითადი ფუნქციებისა, მოვალეობებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ მიღებული დავალებების შესრულებაზე

ე) ბაგების სტუდქალაქი (სტუდქალაქის მმართველი (1), მმართველის მოადგილე (1),  უფროსი სპეციალისტი (1), სპეციალისტი (1)).
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
1) სტუდქალაქის კორპუსების, დამხმარე შენობა ნაგებობების, ნარგავების, მატერიალურ ფასეულობათა მოვლა-პატრონობა და დასუფთავება
2) უნივერსიტეტის სტუდენტებს და პერსონალს შესაძლებლობიდან გამომდინარე, მაქსიმალურდ შეუქმნას ცხოვრებისათვის მისაღები პირობები
3) უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული, ამორტიზებული და ექსპლუატაციისათვის უვარგისი, ჩამოსაწერ ქონებაზე დადგენილი წესით დოკუმენტების მომზადება და წარდგენა
4) შესრულებული სამუშაოების შემდეგ, გახარჯული მასალების დადგენილი წესით ჩამოწერისათვის დოკუმენტების მომზადება
  სტუდქალაქის მმართველი:
5) უნაწილებს მოვალეობებს  თანამშრომლებს, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციისა და დეპარტამენტის უფროსის მიერ მიღებული დავალებების შესაბამისად
6) დეპარტამენტის ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგენს   წინადადებებს სტუდქალაქის სტრუქტურის, შტატების, სტუდქალაქის  პერსონალთან შრომითი ურთიერთობის  შეწყვეტის, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
7) პასუხისმგებელია სტუდქალაქის თანამშრომლების მიერ შრომითი დისციპლინის დაცვაზე, ძირითადი ფუნქციებისა, მოვალეობებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ მიღებული დავალებების შესრულებაზე
« 1 2 3