ბიბლიოთეკა

ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი:  ლია გურული; თსუ XI კორპ.
ბიბლიოთეკარი:
  ლია შავგულიძე; ოთახი 232, თსუ II კორპ.
 
ზოგადი ინფორმაცია:


ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკა ორი ერთეულისაგან შედგება: ერთი მათგანი მოთავსებულია თსუ II კორპუსში, ოთახი 232  ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია და გეოლოგიის მიმართულებების მკითხველთათვის  ხოლო მეორე – თსუ XI (ბიოლოგების) კორპუსში  ბიოლოგია, გეოლოგია, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებათა მიმართულებების მკითხველებისათვის. შესაბამისად არსებობს ორი სამკითხველო დარბაზი და ასევე ორი გამიჯნული წიგნსაცავი. სამკითხველო დარბაზებში მოთავსებულია ლიტერატურა თავისუფალი დაშვებისათვის, თავმოყრილია სასწავლო პროგრამების სილაბუსების მიხედვით შერჩეული ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელოები. წიგნადი ფონდის დანარჩენი ნაწილი  წიგსაცავებშია მოთავსებული.

ბიბლიოთეკაში ასევე დაცულია ჟურნალების პერიოდული გამოცემები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, ძირითადად 1975 წლიდან, და მოიცავს ფაკულტეტის თითქმის ყველა მიმართულებას. ჟურნალების გამოწერა დღემდე გრძელდება.


ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლიათ როგორც თსუ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს, ასევე სხვა გარეშე პირებს.



სამუშაო საათები: შაბათ-კვირის გარდა, 9:00  - 18:00 სთ. შესვენება 13:00 – 14:00 სთ.