2010-05-20

იაპონიის მთავრობის სტიპენდიები უცხოელი სტუდენტებისათვის 2010–2011 აკადემიური წლისათვის

იაპონიის მთავრობის სტიპენდიები უცხოელი სტუდენტებისათვის 2010–2011 აკადემიური წლისათვის

იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტრომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც სურთ ისწავლონ იაპონიის უნივერსიტეტებში 2010–2011 აკადემიური წლისათვის გამოუყო შემდეგი სტიპენდიები:

  • სტიპენდია მკვლევარი სტუდენტებისათვის (Research Students Program)

  • სტიპენდია უმაღლესი განათლების პირველს საფეხურზე სასწავლებლად (Undergraduate Students Program)


სტიპენდია მკვლევარი სტუდენტებისათვის

კვლევის საგანი შესაძლოა იყოს ნებისმიერი დარგი, რომლის სწავლება ან კვლევა მიმდინარეობს იაპონიის უნივერსიტეტებში (რამოდენიმე გამონაკლისის გარდა, იხ. ქვემოთ მითითებული ლინკი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აპლიკანტი უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობა აქვს იაპონიასთან;
  • აპლიკანტი დაბადებული უნდა იყოს 1976 წლის 2 აპრილის შემდეგ;
  • აპლიკანტს უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტის დიპლომი;
  • აპლიკანტმა უნდა აირჩიოს ის ან მონათესავე სფერო, რომელშიც მას აქვს განათლება მიღებული ან გააჩნია პროფესიული გამოცდილება;
  • აპლიკანტი მზად უნდა იყოს შეისწავლოს იაპონური ენა და ა.შ.

სტიპენდია მოიცავს:

  • ყოველთვიურ გრანტს (დაახლოებით 152 000 იენის ოდენობით);
  • მგზავრობის ხარჯებს;
  • სწავლის საფასურს.


სტიპენდია უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სასწავლებლად

სტიპენდია მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებს შემდეგ სფეროებში: სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აპლიკანტი უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობა აქვს იაპონიასთან;
  • აპლიკანტი დაბადებული უნდა იყოს 1989 წლის 2 აპრილიდან 1994 წლის 1 აპრილამდე;
  • უნდა ჰოქნდეს ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი;
  • აპლიკანტი მზად უნდა იყოს შეისწავლოს იაპონური ენა და ა.შ.

სტიპენდია მოიცავს:

  • ყოველთვიურ გრანტს (დაახლოებით 125 000 იენის ოდენობით);
  • მგზავრობის ხარჯებს;
  • სწავლის საფასურს.


დეტალური ინფორმაცია თოთოეული სტიპენდიის, კონკურსის პირობების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, შესარჩევი პროცედურების და წარმოსადგენი დოკუმენტაციის ( სააპლიკაციო ფორმა, კვლევისა და სასწავლო გეგმის ფორმა, ჯანმრთელობის ცნობა)შესახებ იხილეთ ვებ–გვერდზე

სტიპენდიებს პირველ ეტაპზე შეარჩევს და იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიების სამინისტროს წარუდგენს იაპონიის საელჩო საქართველოში.

აპლიკანტებმა საბუთები უნდა წარადგინონ საწართველოში იაპონიის საელჩოში
საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 11 ივნისი

მისამართი: 7დ კრწანისის ქუჩა

საკონტაქტო პირი თეონა ნაცვლიშვილი
ტელ 75 21 11

Print

« იხ. ყველა სიახლე