პროექტი “სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით" გრძელდება

2010-04-29

პროექტი “სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით" გრძელდება

2010 წლის 29 აპრილს 15:30 საათზე ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის მიმართულების ბიბლიოთეკაში (II კორპუსი, II სართ.) გაიმართება კიევ-მოგილიევოს აკადემიის პოლიტიკური ანალიზის სკოლის დირექტორის, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (აშშ) რუსეთის პოლიტიკის ახალი გამოწვევების პროგრამის ხელმძღვანელის ოლექსი ჰარანის შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე „არჩევნები და მისი თავისებურებები უკრაინაში“.

შეხვედრაზე განხილული იქნება უკრაინის საარჩევნო კანონმდებლობის თავისებურებანი, უკრაინის 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატები და მათი პოლიტიკური შეხედულებანი, 2010 წლის უკრაინის არჩევნების შედეგები და საქართველო-უკრაინის ურთიერთობისა და თანამშრომლობის პერსპექტივები.

შეხვედრა ხორციელდება გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის „სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით“ ფარგლებში.

პროექტის პარტნიორები არიან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, შალვა რჩეულიშვილის სახელობის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი – „ადვოკატი“.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო“.

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი

Print

« იხ. ყველა სიახლე