ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ენის კვირეულის ფარგლებში (13-17 აპრილი) გამართავს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 26 მარტამდე უნდა გამოგზავნონ თეზისები შემდეგ მისამართზე: javakhishvili140student@tsu.ge
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება – 15 წუთი.
მსჯელობა – 5 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.
თეზისების გაფორმების წესი:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
ორგანიზაცია;
სწავლების საფეხური;
მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;
მოხსენების სათაური;
ფონტი: sylfaen
ფონტის ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 200 სიტყვა
სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის, წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია ამ სახით დაიბეჭდოს კონფერენციის მასალებში.
კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული.
საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი
თსუ, I კორპუსი, ოთახი 204
ტელეფონი: +99532 221101 (255)