2019-04-24
ბრძანება №: 25/29 - 01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების შესახებ“ დეკანის 2017 წლის 20 სექტემბრის №18/29 – 01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება                                     

№ 25/29 - 01
24.04.2019 
ქ.თბილისი

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების შესახებ“ დეკანის 2017 წლის 20 სექტემბრის №18/29 – 01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21-ე მე-6 პუნქტის და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 22 მარტის N5 ოქმის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.    შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების შესახებ“ დეკანის 2017 წლის 20 სექტემბრის №18/29 – 01 ბრძნებაში და „1.1.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.1. ირაკლი  დანელია - „გეოეკონომიკური  ჰაბის  სატრანზიტო  შესაძლებლობების  განვითარების  პერსპექტივები  საქართველოში“, მეცნიერ-ხელმძღვანელი აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე;“

2.    ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის  დეკანი,    პროფესორი   გიორგი ღაღანიძე         

« უკან დაბრუნება