2019-02-06
ბრძანება №: 20/29 - 01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად კონკურსის გამოცხადების, საბუთების მიღების ვადებისა და მიმღები აპარატის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№20/29 - 01
06.02.2019
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად კონკურსის გამოცხადების, საბუთების მიღების ვადებისა და მიმღები აპარატის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
ვბრძანებ:
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად;
2. საკონკურსო საბუთების მიღება განხორციელდეს 2019 წლის 18 თებერვლიდან 2019 წლის 22 თებერვლის ჩათვლით (მისამართი: თბილისი 0186, უნივერსიტეტის ქუჩა №2 (კორპუსი X) ოთახი № 307);
3. საბუთების მიმღები აპარატი განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:
ა) მანანა ლობჟანიძე – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი;
ბ) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავრი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
თ) დავით მახვილაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი.
4. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე
« უკან დაბრუნება