2015-09-10
ბრძანება №:26/29-1

“სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტურანტურაში მისაღებ პროგრამებზე (ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის და ტურიზმის სადოქტორო პროგრამებზე) გასაუბრების დარგობრივი კომისიის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 18 ივნისის №16/29 - 1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№26/29-1                                                                                                                                 08.09.2015                                                                                                                                               
ქ.თბილისი                  
                                                                                                                              

“სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტურანტურაში მისაღებ პროგრამებზე (ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის და ტურიზმის სადოქტორო პროგრამებზე) გასაუბრების დარგობრივი კომისიის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 18 ივნისის  №16/29 - 1    ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ                                                                                                                                   

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტისა და თსუ-ის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების“ მე-4 მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1.    შევიდეს ცვლილება “სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტურანტურაში მისაღებ პროგრამებზე (ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის და ტურიზმის სადოქტორო პროგრამებზე) გასაუბრების დარგობრივი კომისიის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 18 ივნისის  №16/29 - 1    ბრძანებაში:
ა) ბრძანების პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
თეიმურაზ ბერიძე  – პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი, კომისიის თავმჯდომარე, სადოქტორო პროგრამის დროებითი კოორდინატორი;
ბ) ამოღებულ იქნეს ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი;
2.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.




ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი      თეიმურაზ ბერიძე         








« უკან დაბრუნება