“სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტურანტურაში მისაღებ პროგრამებზე (ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის და ტურიზმის სადოქტორო პროგრამებზე) გასაუბრების დარგობრივი კომისიის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 18 ივნისის №16/29 - 1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№ 20/29-120.07.2015
ქ.თბილისი
“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 201 5 - 201 6 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტურანტურაში მისაღებ პროგრამებზე (ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის და ტურიზმის სადოქტორო პროგრამებზე) გასაუბრების დარგობრივი კომისიის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ ” ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 1 8 ივნისის № 16 /29 - 1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29 -ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51 -ე მუხლის პირველი ნაწილის, 52 -ე მუხლის პირველი ნაწილის, 53 -ე მუხლის პირველი, მე -2 და მე–3 ნაწილების, 54 -ე მუხლის პირველი ნაწილის,57 -ე მუხლის, 63 -ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე - 5 პუნქტის „ა“, „კ“ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტისა და თსუ - ის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 4 მაისის №215 დადგენილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების“ მე -4 მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება “ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 201 5 - 201 6 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტურანტურაში მისაღებ პროგრამებზე (ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის და ტურიზმის სადოქტორო პროგრამებზე) გასაუბრების დარგობრივი კომისიის შექმნისა და მისი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ ” ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 1 8 ივნისის № 16 /29 - 1 ბრძანებაში :
ა) ამოღებულ იქნეს ბრძანების მე - 3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;
ბ) ბრძანების მე - 3 პუნქტის „გ ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ეკა ლეკაშვილი – ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
2. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი,პროფესორი თეიმურაზ ბერიძე
« უკან დაბრუნება