2019-02-06
ბრძანება №:21/29-01
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღები საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
06.02.2019წ.
ქ.თბილისი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღები საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიმღები საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე – დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი – ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი – დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი;
დ) ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი - დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი;
ე) ასისტენტ–პროფესორი მანანა ლობჟანიძე – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
ვ) აკაკი მიქაბერიძე - მენეჯერი საფინანსო ეკონომიკურ საკითხებში, კომისიის წევრი;
ზ) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავრი სპეციალისტი, კომისიის წევრი;
თ) დავით მახვილაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი.
2. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე
« უკან დაბრუნება