2019-01-29
ბრძანება №:18/29-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით კომისიის შექმნის შესახებ


სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება

№18/29-01
28.01.2019წ.
ქ. თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით კომისიის შექმნის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით, შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება

ა) პროფესორი გიორგი ღაღანიძე – დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი დავით ნარმანია;
გ) პროფესორი ნუგზარ თოდუა;
დ)  პროფესორი იზოლდა ჭილაძე
ე) პროფესორი თეიმურაზ შენგელია;
ვ) პროფესორი დემურ სიჭინავა;
ზ) ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე;
თ) ასოცირებული პროფესორი ლეილა ღუდუშაური;
ი) ასისტენტ პროფესორი ნატო კაკაშვილი  –  მდივანი.

ეკონომიკის მიმართულება
ა) პროფესორი ავთანდილ სილაგაძე - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) პროფესორი ვლადიმერ პაპავა;
გ) პროფესორი ნოდარ ხადური;   
დ) პროფესორი ეთერ ხარაიშვილი;
ე) პროფესორი მერაბ ჯულაყიძე;
ვ)  პროფესორი სიმონ გელაშვილი;
ზ) პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი;
თ) ასოცირებული პროფესორი ჯემალ ხარიტონაშვილი;
ი) ასოცირებული პროფესორი გულნაზ ერქომაიშვილი;
კ) ასისტენტ პროფესორი თამარ ლაზარიაშვილი  –  მდივანი.

2. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის მიმართულებით განხორციელდეს - 6.03.2019 წ., 10:00 სთ (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  უნივერსიტეტის X კორპუსი, ოთახი № 513) და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელდეს - 6.03.2019 წ., 10:00 სთ (ქ.თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2,  უნივერსიტეტის X კორპუსი, ოთახი № 515).
3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი,   პროფესორი    გიორგი ღაღანიძე

« უკან დაბრუნება