ჩვენს შესახებ

დისტანციური სწავლების ცენტრის მისია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისტანციური სწავლის ცენტრის მისიაა თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებით სასწავლო პროცესში  უზრუნველყოს სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება. ასევე, გაზარდოს ფართო საზოგადობის ხელმისაწვდომობა დისტანციურ კურსებზე.

დისტანციური სწავლების ცენტრის მიზანია:
  • გააძლიეროს სწავლა-სწავლების პროცესი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • დაეხმაროს და დაატრეინინგოს ფაკულტეტის წარმომადგენლები, თანამშრომლები და სტუდენტები საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენებაში;
  • დაეხმაროს ფაკულტეტებს ელექტრონული და დისტანციური კურსების შექმნაში;
  • განავითაროს და შეინარჩუნოს თანამშრომლობა სხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან;