თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისტანციური სწავლის ცენტრის მისიაა თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებით სასწავლო პროცესში უზრუნველყოს სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება. ასევე, გაზარდოს ფართო საზოგადობის ხელმისაწვდომობა დისტანციურ კურსებზე.
დისტანციური სწავლების ცენტრის მიზანია:
- გააძლიეროს სწავლა-სწავლების პროცესი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენებით;
- დაეხმაროს და დაატრეინინგოს ფაკულტეტის წარმომადგენლები, თანამშრომლები და სტუდენტები საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენებაში;
- დაეხმაროს ფაკულტეტებს ელექტრონული და დისტანციური კურსების შექმნაში;
- განავითაროს და შეინარჩუნოს თანამშრომლობა სხვა საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან;