სტუდენტური მეცნიერება


ბმულები







ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმართულებების მიხედვით მოქმედებს სტუდენტთა სამეცნიერო წრეები. ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია აარჩიოს და ჩაეწეროს მისთვის სასურველ სამეცნიერო წრეებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა მიმართულებებზე მუდმივმოქმედ სამეცნიერო, საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო კონფერენციებში, პროექტებში, სამეცნიერო ფორუმებში, სამეცნიერო-კვლევითი პროგრამებში, კონკურსებში და ა.შ.

სამეცნიერო წრეებში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა მიმართოს წრის ხელმძღვანელ პროფესორს ელექტრონული ფოსტით. სამეცნიერო წრეების ჩამონათვალი და მათი ხელმძღვანელების საკონტაქტო ინფორმაციითვის იხილეთ ბმულები.


გამოქვეყნების თარიღი:2017-04-07 18:18:40