Scripta Manent

 


თსუ წიგნის მაღაზიათა ქსელი Scripta Manent

თსუ წიგნის მაღაზიათა ქსელი Scripta Manent 2015 წლიდან უნივერსიტეტის პირველ და მეათე (მაღლივ) კორპუსებში ფუნქციონირებს. მაღაზიის სახელი ლათინურიდან ასე ითარგმნება: „ნაწერები რჩება“. მისი მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო, სასწავლო და შემოქმედებითი საქმიანობის წარმატებით განხორციელებას, ასევე სასურველი სასწავლო, სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა შესთავაზოს უნივერსიტეტის სტუდენტებს და მკითხველთა ფართო წრეს.

თსუ წიგნის მაღაზია, გამომცემლობასთან თანამშრომლობით, მონაწილეობას იღებს წიგნის საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებში, ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის შემეცნებით და შემოქმედებით ღონისძიებას, აქტიურ მონაწილეობას იღებს უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესებში.

Scripta Manent-ის ქსელი მოიცავს თსუ წიგნის მაღაზიის მეგობართა კლუბს „სკრიპტორიუმს“, რომელსაც მაღაზიაში საკუთარი სივრცე გააჩნია.



გამოქვეყნების თარიღი:2017-04-07 18:22:50