სტიპენდია და დაფინანსება



ბმულები

  • ზ.გამსახურდიას სახელობის სტიპენდია-საქართველოს პრეზიდენტის 12,10,2015 წ. #12/10/02 და 29,01,2016წ #29/01/02
  • რექტორის ბრძანება 15,09,2014 წ#158/01-01;
  • ბრძანება #840/02-04 15,10,2015 წელი.
  • სახელმწიფო სტიპენდია-საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 20,04,2016 წლის ბრძანება #327,
  • რექტორის ბრძანება #77/01-01 13,05,2016 წელი;
  • გეგეჭკორის სახელობის სტიპენდია ბრძანება #427/02-04 14,04,2015 წელი;
  • ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდია ბრძანება #344/02-04 11,03,2016 წელი;
  • სოლომონ დოდაშვილის სახელობის სტიპენდია ბრძანება #887/02-04 06,11,2015 წელი.
  • რექტორის 21,03,2012 #47/01-01- და 07,04,2016 #50/01-01 ბრძანებები)
  • რექტორის 29,07,2015 #126/01-01 ბრძანება).

პროგრამა - ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“, წარმატებულ სტუდენტებს საშუალებას აძლევს მოიპოვონ სახელმწიფო სტიპენდია. სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა შეადგენს თვეში 150 ლარს და გაიცემა სემესტრულად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრძანებით, უნივერსიტეტს გამოყოფილი აქვს კვოტა ბაკალავრიატის ან დიპლომირებული მედიკოს/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტების სტიპენდიით უზრუნველსაყოფად.

საუნივერსიტეტო სტიპენდიები

გარდა სახელმწიფო სტიპენდიისა, სტუდენტს შესაძლებლობა აქვს მოიპოვოს სხვადასხვა სახის სტიპენდიები:
  • ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია
  • მანანა გეგეჭკორის სახელობის სტიპენდია
  • ოთარ ჩხეიძის სახელობის სტიპენდია
  • სოლომონ დოდაშვილის სახელობის სტიპენდია
  • რექტორის სტიპენდია

საუნივერსიტეტო დაფინანსება

უნივერსიტეტში ასევე არსებობს საუნივერსიტეტო დაფინანსება, რომელთა მოპოვებაც შეუძლიათ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის წარჩინებულ სტუდენტებს.

უნივერსიტეტის ბიუჯეტში საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გაწერილი თანხები, სტუდენტთა რაოდენობის შესამისად ყოველწლიურად ნაწილდება ფაკულტეტებზე, რომლებიც მათ მიერ შემუშავებული წესის შესაბამისად აფინანსებენ წარჩინებულ სტუდენტებს.

რაც შეეხება დოქტორანტებს, თითოეული ფაკულტეტიდან 5 დოქტორანტი, ერთი სემესტრის განმავლობაში ფინანსდება უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან. კანდიდატები შეირჩევიან აკადემიური შედეგების გათვალისწინებით, კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესის მიხედვით.

დოქტორანტებს ასევე აქვთ უფლება ისარგებლონ სწავლის საფასურზე გარკვეული შეღავათებით. შეღავათი დგინდება ფაკულტეტის საბჭოს მიერ, პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე.





გამოქვეყნების თარიღი:2017-04-07 18:12:27