მობილობა
მობილობა
შიდა მობილობის ფარგლებში, თსუ-ს სტუდენტს (მათ შორის სტატუსშეჩერებულ სტუდენტსაც) საშუალება აქვს გადავიდეს უნივერსიტეტის ერთი ფაკულტეტიდან სხვა ფაკულტეტზე და შეიცვალოს საგანმანათლებლო პროგრამა. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება ეზღუდება დამატებითი სემესტრის სტუდენტს.
შიდა მობილობა წელიწადში ორჯერ ცხადდება სასწავლო წლის შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრებში.
შიდა მობილობის პროცესი მოიცავს:
საქართველოს სხვადასხვა ავტორიზებული უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ გადმოვიდნენ და სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაარძელონ.
მობილობის პროცესი წელიწადში ორჯერ - შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში ხორციელდება (კონკრეტულ ვადებს ადგენს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა)
მობილობის განხორციელებისათვის საჭიროა:
შიდა მობილობა
შიდა მობილობა ხორციელდება lms.tsu.ge-ზე
მობილობის პროცესი წელიწადში ორჯერ - შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში ხორციელდება (კონკრეტულ ვადებს ადგენს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა)
მობილობის განხორციელებისათვის საჭიროა:
- სტუდენტი დარეგისტრირდეს ელექტრონულ პორტალზე;
- გააკეთოს ელ-განაცხადი მობილობაზე;
- გადაიხადოს მობილობის საფასური.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
- სტუდენტის სასწავლო ბარათი;
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
შიდა მობილობა
შიდა მობილობა ხორციელდება lms.tsu.ge-ზე
შიდა მობილობის ფარგლებში, თსუ-ს სტუდენტს (მათ შორის სტატუსშეჩერებულ სტუდენტსაც) საშუალება აქვს გადავიდეს უნივერსიტეტის ერთი ფაკულტეტიდან სხვა ფაკულტეტზე და შეიცვალოს საგანმანათლებლო პროგრამა. შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება ეზღუდება დამატებითი სემესტრის სტუდენტს.
შიდა მობილობა წელიწადში ორჯერ ცხადდება სასწავლო წლის შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრებში.
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი
•შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს თსუ-ს სტუდენტს.
•შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტს იმ შემთხვევაშიც, როცა მას შიდა მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.
•სამჯერ ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის მიმართ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემამდე, მობილობა შესაძლებელია მხოლოდ იმ პროგრამაზე, რომელზეც აღნიშნული კურსი სავალდებულო სასწავლო დისციპლინას არ წარმოადგენს ან არ წარმოადგენდა.
შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა
•შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.
•სტატუსშეწყვეტილ სტუდენტს შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება ეზღუდება სამჯერ ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში კრედიტის ვერმიღების გამო.
•შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება ეზღუდება დამატებითი სემესტრის სტუდენტს.
შიდა მობილობის პროცესი მოიცავს:
- ფაკულტეტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციას;
- მსურველ სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციას;
- ფაკულტეტის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარებას;
- სტუდენტს უფლება აქვს აირჩიოს და პრიორიტეტებად განსაზღვროს არა უმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამა.