ბიბლიოთეკა


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ბიბლიოთეკა მკითხველს სთავაზობს სხვადასხვა სახის სასწავლო და მხატვრულ ლიტერატურას, სამეცნიერო და შემეცნებით პერიოდულ გამოცემებს და საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებს.

გამარტივდა ლიტერატურის ძიების გზა, ბიბლიოთეკაში შეიქმნა ელექტრონული კატალოგი, ასევე საინფორმაციო-ტექნოლოგიური ბაზა, სადაც განთავსებულია სასწავლო და კვლევითი საქმიანობისათვის აუცილებელი ელექტრონული რესურსები. ელექტრონული წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების გარდა, მკითხველს შეუძლია ისარგებლოს ლექსიკონების, დისერტაციებისა და აუდიო-წიგნების ელექტრონული ფორმატით, აგრეთვე ციფრული რესურსით, CD, DVD, ფოტო და აუდიო-ვიდეო სახით.

უნივერსიტეტში, ყველა ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სამკითხველო დარბაზები და საფაკულტეტო ბიბლიოთეკები. სამკითხველო დარბაზებში არსებული ლიტერატურით სარგებლობის გარდა შესაძლებელია წიგნების ელექტრონულად შეკვეთა ცენტრალური ბიბლიოთეკის საცავებიდან.

გამოქვეყნების თარიღი:2017-04-07 18:22:07