სტაჟირება/დასაქმება



სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი


ივანე ჯავახიშივლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კარიერული განვითარების ცენტრი 2014 წელს ტემპუსის პროექტის ფარგლებში ამოქმედდა.

თსუ-ს კარიერული განვითარების ცენტრის ფუნქციაა დაეხმაროს სტუდენტს ზოგადი უნარების, თვითპრეზენტაციის, შრომით ბაზარზე პრაქტიკული და თეორიული ცოდნის განვითარებაში. აჩვენოს კარიერული განვითარების გზები, დასაქმების პერსპექტივები, სამუშაოს ძიების სპეციფიკაციები და ხელი შეუწყოს საკუთარი განათლების შემდგომი ეტაპების სწორად წარმართვაში.

კარიერული ცენტრის მიზნებია:

  • სტუდენტების ხელშეწყობა დასაქმებისათვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებაში;
  • სტუდენტების ინფორმირება შრომის ბაზრის შესაძლებლობების, პერსპექტივების შესახებ ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების საშუალებით;
  • ტრენინგების ჩატარება CV-ს, სამოტივაციო წერილისა და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტების წერასა და დამსაქმებელთან ინტერვიუსთვის მომზადებაში (იგულისხმება აპლიკაციის მომზადება როგორც დასაქმების, ასევე სწავლის გაგრძელების / დაფინანსების მოპოვების მიზნით);
  • სტუდენტების დახმარება პროფესიულ ორიენტაციასა და თვითგამორკვევაში, პრიორიტეტების განსაზღვრაში და საკუთარი განათლებისა და კარიერის სწორად წარმართვაში;
  • სტუდენტების დახმარება დამსაქმებლებთან ურთიერთობაში: თემატური ღონისძიებები, სემინარები, შეხვედრები, დასაქმების ფორუმები;
  • დამსაქმებლებთან თანამშრომლობა სტუდენტებისთვის დასაქმების სხვადასხვა შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით (სტაჟირება და სხვა).





გამოქვეყნების თარიღი:2017-04-07 18:20:03
loading