FABLAB
სამრეწველო ლაბორატორია და ბიზნეს ინკუბატორი
Fabrication Laboratory (FabLab) - ეს არის სრულიად ინოვაციური დაწესებულება ქართულ რეალობაში. მისი მიზანია ქვეყანაში ინოვაციური ბიზნეს იდეებისა და პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.
სამრეწველო ლაბორატორია, რომელიც, თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა, თსუ-ს სტუდენტებსა და ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბონ და განახორციელონ საკუთარი ბიზნეს იდეები, შექმნან სასურველი პროდუქციის პროტოტიპები და პირველი ნაბიჯები გადადგან საკუთარი Start-Up ბიზნესის დასაწყებად.
FabLab TSU - სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ სერვისს, რომელიც მოიცავს ბიზნესანალიტიკოსებთან კონსულტაციებს, შეხვედრებს პოტენციურ ინვესტორებთან, მუშაობას გრაფიკოსებთან და სპეციალურ ტექნიკურ პერსონალთან.
FabLab TSU-ში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ, ან ადგილზე შეიმუშავონ სასურველი პროდუქციის ნახაზები; შემდეგ კი უნიკალური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე აპარატურის გამოყენებით უსასყიდლოდ შექმნან პროდუქტის პროტოტიპები.

ფაბლაბში არსებული დანადგარები:
- Epilog Fusion - ლაზერული დანადგარი
- 3D სკანერი
- 3 განზომილებიანი პრონტერი: uPrint 3D
- UV Printer A3 მყარ, ბრტყელ ზედაპირზე ულტრაიისფერი სხივით ბეჭდვა/ლამინირება
- Model 150A ფორმირების დანადგარი
- 3 განზომილებიანი პრინტერი: Dual Extruder
- CNC დანადგარი
მისამართი: უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, მესამე სართული.
ტელ.: +995 571626320;
+995 571010503