2019-02-04

თსუ ჟურნალის „ეკონომიკა და ბიზნესი“ საერთაშორისო აღიარება

თსუ ჟურნალის „ეკონომიკა და ბიზნესი“ საერთაშორისო აღიარება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ჟურნალი "ეკონომიკა და ბიზნესი", 2019 წლის 1 თებერვლიდან, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა საერთაშორისო საინფორმაციო ბაზაში ERIH PLUS (European Reference Index for the Humanities and Social Sciences) ჩაერთო.

ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებთან დაკავშირებული ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების დარგში შესრულებული სტატიები, რომლებიც ჟურნალში გამოქვეყნდება, ასევე დაფისქირდება ERIHPLUS-ის ბაზაში და მიიღებს საერთაშორისო აღიარებას.

ERIH PLUS არის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ევროპის სამეცნიერო ფონდის (ESF) მონაცემთა ბაზა, რომელსაც ოპერირებას უწევს ნორვეგიის სამეცნიერო კვლევების მონაცემთა ბაზის ცენტრი (NSD). მასში ბიბლიოგრაფიულად ასახულია ყველა ის აკადემიური გამოცემა, რომელიც გარკვეულ, მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

სტატიის გამოქვეყნების პიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჟურნალის ვებგვერდზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე
loading