2014-07-16

გამოშვება 2014

გამოშვება 2014
29 ივლისს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, რექტორის მოადგილეები და ფაკულტეტების დეკანები მიულოცავენ. ასევე შედგება მუსიკალური ჯგუფის “TSU ART” კონცერტი.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის 1, თსუ პირველი კორპუსის ეზო

კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიებაზე რეგისტრირებულთათვის მანტიების გაცემა იწარმოებს ფაკულტეტებზე: 28 ივლისს 10.00-18.00 საათამდე, 29 ივლისს 10.00-16.00 საათამდე.


მანტიები გაიცემა:
  • ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - თსუ  II კორპუსი, ოთახი №158;
  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - თსუ VI კორპუსი, ოთახი №202;
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - თსუ X (მაღლივი) კორპუსი,  სტუდენტთა მომსახურების ცენტრის ოთახი  №311;
  • იურიდიული ფაკულტეტი - თსუ II კორპუსი, ოთახი №135;
  • მედიცინის ფაკულტეტი - მორფოლოგიის ინსტიტუტი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანატი, ოთახი  №9;
  •  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - თსუ I კორპუსი, ოთახი  №201.

Print

« იხ. ყველა სიახლე