2018-09-04

მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება

მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება
14 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება გაიმართება.

მაგისტრატურის კურსდამთავრებულებმა  27 აგვისტოდან - 10 სექტემბრის ჩათვლით რეგისტრაცია უნდა გაიაროთ lms.tsu.ge-ზე.

გამოშვების  ღონისძიებისთვის მანტიების მიღება  შეგიძლიათ 13 და 14 სექტემბერს სამუშაო საათებში შემდეგ მისამართებზე:

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - თსუ VI კორპუსი, აუდიტორია #203
ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - თსუ III კორპუსი, აუდიტორია #109
იურიდიული ფაკულტეტი - თსუ I კორპუსი, აუდიტორია #303
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - თსუ II კორპუსი, აუდიტორია #108
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - თსუ I კორპუსი, აუდიტორია #203
მედიცინის ფაკულტეტი - ბელიაშვილის ქ. 78, აუდიტორია #324
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მაღლივი კორპუსი, აუდიტორია #204

გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის მოწმობა.

მანტიების დაბრუნება მოხდება 17 და 18 სექტემბერს იმავე მისამართებზე (სამუშაო საათებში).


Print

« იხ. ყველა სიახლე