2016-04-14

ივანე ჯავახიშვილი 140

ივანე ჯავახიშვილი 140
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016 წელი ივანე ჯავახიშვილის წლად გამოცხადდა.

ივანე ჯავახიშვილი(1876-1940 წწ)საქართველოში პირველი უნივერსიტეტის დაარსების ინიციატორი და სულისჩამდგმელი, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის პირველი დეკანი და რექტორი, მეცნიერების ფაქტობრივად თითქმის ყველა დარგში ფუძემდებლური ნაშრომების ავტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაარსების ინიციატორი, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ისტორიის განყოფილების გამგე, რუსთაველის სახელობის მუზეუმის დირექტორი იყო. 1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მისი დამაარსებლის  – ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.

დიდი ქართველი მეცნიერის, უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილესთან დაკავშირებით თსუ-ში მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. 15-25 აპრილს უნივერსიტეტში გაიმართება ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო დღეები.

იხილეთ ივანე ჯავახიშვილის საიუბილეო დღეების პროგრამა

Print

« იხ. ყველა სიახლე